27/06/2023
12:13
მსოფლიო
„ვაგნერის“ ხელმძღვანელის ევგენი პრიგოჟინის ამბოხების დროს, უკრაინელი ოფიციალური პირები მოკავშირეებმა გააფრთხილეს, რომ არ ესარგებლათ რუსეთის შიგნით შექმნილი ქაოსით,“ - განაცხადა დასავლელმა ჩინოვნიკმა ანონიმურობის დაცვით.
„უკრაინელი ოფიციალური პირებისადმი მესიჯი იყო ის, რომ არ განეცხადებინათ ან არ გადაედგათ ისეთი ნაბიჯი, რომ სტაბილური მდგომარეობა დარღვეულიყო,“ - განაცხადა ოფიციალურმა პირმა და დასძინა, რომ აღნიშნული მოწოდება საგარეო საქმეთა მინისტრების, მოადგილეებისა და ელჩების დონეზე გაჟღერდა.
"უკრაინელ ოფიციალურ პირებს განუმარტეს, რომ ეს რუსეთის შიდა პრობლემაა. იგივე განაცხადეს საჯაროდ ამერიკელმა და სხვა დასავლელმა ჩინოვნიკებმა. უკრაინელებს მოკავშირეები აფრთხილებდნენ, რომ არ მოეხდინათ სიტუაციის პროვოცირება. აიღეთ შესაძლო კონტროლი უკრაინის ტერიტორიაზე, მაგრამ არ ჩარეულიყვნენ რუსეთის შიდა საკითხებში და არ განეხორციელებინათ სამხედრო შეტევა რუსეთის შიგნით. უბრალოდ, ნუ მიემხრობით ნარატივს, რომ ეს ჩვენი ინიციატივა იყო. რუსებს ყოველთვის ზუსტად ეს სურდათ, რაც ადასტურებს, რომ რუსეთის სუვერენიტეტს საფრთხე ემუქრება", - აღნიშნა დასავლელმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
როგორც CNN-ი წერს, ომის მიმდინარეობისას უკრაინა ეჭვმიტანილია რუსულ სამხედრო ობიექტებზე მზარდი ფარული ტრანსსასაზღვრო თავდასხმებისა და დივერსიების განხორციელებასა და თვით კრემლზე საჰაერო თავდასხმაშიც კი. უკრაინულმა ძალებმა ასევე დაბომბეს რუსეთის ბელგოროდის რეგიონი, რომელიც ორ ქვეყანას შორის საზღვართან მდებარეობს.
0
0