11/07/2023
14:48
მსოფლიო
„უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ნატო-ს სამიტის ფარგლებში უკრაინისთვის მიუღებელი ფორმულირების გამო გაღიზიანებულია“, - ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
როგორც პრეზიდენტი ზელენსკი საკუთარ ტელეგრამ არხზე წერს, უკრაინა პატივისცემას იმსახურებს.
„ჩვენ ვაფასებთ ჩვენს მოკავშირეებს. ჩვენ ვაფასებთ ჩვენს საერთო უსაფრთხოებას და ჩვენ ყოველთვის ვაფასებთ ღია საუბრებს. ახლა, როდესაც ვილნიუსისკენ მივემართებით, ვიღებთ სიგნალებს, რომ კონკრეტული ტექსტი განიხილება უკრაინის მონაწილეობის გარეშე. უპრეცედენტო და აბსურდულია, რომ დროის ჩარჩო არ არის განსაზღვრული არც უკრაინის ნატო-ში მიპატიჟებისთვის და არც ნატო-ს წევრობისთვის. ამავე დროს, უკრაინის ნატო-ში მიწვევისთვისაც კი რაღაც ბუნდოვანი პირობებია გათვალისწინებული. როგორც ჩანს, არ არსებობს მზადყოფნა არც უკრაინის ნატო-ში მიწვევისთვის და არც მისი ნატო-ს წევრად ქცევისთვის.
ეს ნიშნავს, რომ შესაძლებლობის ფანჯარა გამოიყენება იმისთვის, რომ უკრაინის ნატო-ში წევრობა გამოყენებულ იქნეს რუსეთთან ვაჭრობისთვის. რუსეთისთვის კი ეს ნიშნავს მოტივაციას, რომ გააგრძელოს ტერორი. გაურკვევლობა სისუსტეა. მე ამის შესახებ ღიად ვისაუბრებ სამიტზე“, - აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი.
ცნობისთვის, ვილნიუსში 11-12 ივლისს ნატო-ს სამიტი იმართება.
0
0