15/08/2023
21:55
მსოფლიო
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, ოლეგ ნიკოლენკო აცხადებს, რომ უკრაინა მიუღებლად მიიჩნევს საუბარს იმის თაობაზე, რომ უკრაინამ ნატო-ში გაწევრიანება რუსეთისთვის გარკვეული ტერიტორიის დათმობის სანაცვლოდ შეიძლება მოიპოვოს.
მანამდე ნატო-ს გენერალური მდივნის პირადი ოფისის დირექტორმა, სტიან იენსენმა განაცხადა, რომ უკრაინამ ნატო-ში გაწევრიანება შეიძლება მოიპოვოს რუსეთისთვის გარკვეული ტერიტორიის დათმობის სანაცვლოდ და ეს უკრაინაში ომის დასრულების ნაწილი შეიძლება იყოს.
„უკრაინის ტერიტორიების ნაწილის დათმობის სანაცვლოდ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე საუბარი აბსოლუტურად მიუღებელია. ყოველთვის მივიჩნევდით, რომ ალიანსი, ისევე როგორც უკრაინა, არ ვაჭრობენ ტერიტორიებით.
ნატო-ს ოფიციალური პირების გააზრებული თუ გაუაზრებელი მონაწილეობა იმ ნარატივის ფორმირებაში, რაც უკრაინის მიერ თავის ტერიტორიებზე უარის თქმას გულისხმობს, რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს. პირიქით, ევროატლანტიკური უსაფრთხოების ინტერესებში შედის უკრაინის გამარჯვების დაჩქარებისა და ნატო-ს სრულუფლებიანი წევრობის მოპოვების გზების განხილვა“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო უწყების სპიკერმა.
0
0
დღეს ალავერდობაა
28/09/2024