20/04/2023
16:03
მსოფლიო
ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მომავალში უკრაინა ნატოში გაწევრიანდება, მაგრამ ახლა მთავარი ქვეყნის სამხედრო მხარდაჭერაა.
მისივე თქმით, ნატო კიევს უნდა დაეხმაროს, რათა უკრაინის, როგორც სუვერენული ქვეყნის, არსებობა უზრუნველყოფილი იყოს.
„უკრაინის მომავალი ევროატლანტიკურ ოჯახშია. უკრაინის მომავალი ნატოშია. ყველა მოკავშირე თანხმდება ამაზე. ამავდროულად, ალიანსისა და მოკავშირეების მთავარი აქცენტი ახლა არის იმის უზრუნველყოფა, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს და დარჩეს სუვერენულ, დამოუკიდებელ და დემოკრატიულ სახელმწიფოდ ევროპაში, რადგან ეს არის ერთადერთი გზა უკრაინის სამომავლო წევრობის შესახებ მნიშვნელოვანი დისკუსიების გასამართად. უკრაინის გადაუდებელი საჭიროება ახლა სამხედრო მხარდაჭერაა, რაზეც ალიანსი ყოველდღიურად მუშაობს“, - განაცხადა სტოლტენბერგმა
0
0