„უკრაინა და მოლდოვა ვერ აკმაყოფილებენ ევროკავშირის წევრობის კრიტერიუმებს“ - პესკოვი
15/12/2023
17:51
მსოფლიო
A-
+A
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი ევროკავშირში უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას ეხმაურება. მისი შეფასებით, ეს ქვეყნები ვერ აკმაყოფილებენ ევროკავშირის წევრობის კრიტერიუმებს.
„ევროკავშირში ყოველთვის საკმარისად მკაცრი კრიტერიუმები ჰქონდა გაწევრიანებისთვის. ამ მომენტისთვის აშკარაა, რომ არც უკრაინა და არც მოლდოვა ამ კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებენ“, - განუცხადა ჟურნალისტებს პესკოვმა.
შეგახსენებთ, 14 დეკემბერს ცნობილი გახდა ევროსაბჭოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა, უკრაინასა და მოლდოვასთან კი მოლაპარაკებები გაიხსნება გაწევრიანების შესახებ.
0
0
368
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%