22/06/2023
13:25
მსოფლიო
“Twitter”-ის მფლობელმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ თავისი სოციალური მედიის პლატფორმაზე წინსართ „ცის“ და სიტყვა „ცისგენდერის“ ხსენება შეურაცხმყოფლად ჩაითვლება და ადამიანები, რომლებიც აღნიშნული „ტერმინების“ გამოყენებით ლგბტ პირებისა და ტრანს-აქტივისტების „მიზანმიმართულ შევიწროებას“ ეწევიან, პლატფორმაზე დაიბლოკებიან.
ილონ მასკმა აღნიშნული განცხადება 21 ივნისს “Twitter”-ის ერთ-ერთი მომხმარებლის ჯეიმს ესესის კომენტარის საპასუხოდ გააკეთა.
„გუშინ, “Twitter”-ზე დავწერე, რომ ჩემთვის მიუღებელია წინსართი „ცის“ ხსენება და არ მომწონს, რომ ლგბტ პირები და ტრანს-აქტივისტები „ცისგენდერულს“ მიწოდებენ! მათგან უამრავ დამამცირებელ შეტყობინებას ვიღებ,“ - წერს ჯეიმს ესესი.
ინფორმაციისთვის, სიტყვა „ცისგენდერი“ გულისხმობს ისეთ ადამიანებს, რომელთა გენდერული იდენტობა შეესაბამება დაბადებიდან მათსავე დაბადების მოწმობაში ჩაწერილ სქესობრივ კუთვნილებას. მეორე მხრივ, ტრანსგენდერი საპირისპიროს აღნიშნავს და ეხება იმ ადამიანებს, რომელთა სქესი არ ემთხვევა დაბადების მოწმობაში მითითებულ სქესს.
სხვა სოციალური მედიის პლატფორმებისგან (როგორიცაა „Facebook“-ი და „Instagram“-ი) განსხვავებით, „Twitter“-ის ინსტრუქციაში წინსართი „ცის“ და სიტყვა „ცისგენდერი“ შეურაცხმყოფელი მნიშვნელობით განისაზღვრება. აღსანიშნავია, რომ, როდესაც ილონ მასკი „Twitter“-ის მფლობელი გახდა, მან განაცხადა, რომ პლატფორმა "იცავს სიტყვის თავისუფლებას".
16 ივნისს, ამერიკულმა არასამთავრობო მედია მონიტორინგის ორგანიზაცია GLAAD-მა გამოაქვეყნა კვლევა, რომელშიც ნაჩვენებია, რომ „Twitter“-ი, სხვა ძირითად სოციალურ მედია პლატფორმებთან ერთად, ლგბტ+ ადამიანებს ძალადობისგან მუდმივად ვერ იცავდა. ამ მხრივ, სოციალური მედიის უსაფრთხოების მესამე წლიური ინდექსის (SMSI) მიხედვით, ორგანიზაციამ „Twitter“-ს, „Facebook“-ს, „Instagram“-ს, „YouTube“-სა და „TikTok“-ს ყველაზე დაბალი ქულები მიანიჭა.
0
0