03/02/2022
10:38
სხვადასხვა
"გამომეხმაურა 4-დან ერთი. კარგია ეს, თუ გამბედაობაა და არა სხვა რამე… დარტანიანი 2 წელია სათოფეზე არ მეკარება და ის ორი მუშკეტერი ამ კუთხით დუმს. ჯერჯერობით. "ბრალდებულო" ცერცვაძე "დაზარალებული" გოგაშვილი მზადაა შესახვედრად. (ორჯერ აცრილი, კოვიდგადატანილი და ბუსტერის მოლოდინში მყოფი).
კარგად მომზადებული, მოკლული ოჯახის წევრების, თუ უცნობი ადამიანების ინტერსების დამცველის ფუნქციით. ეპიდემიის მართვის პერიოდში გარკვეულ პირთა ჯგუფების მიერ ჩადენილი მთელი რიგი მძიმე დანაშაულების მტკიცებულებათა დასტით.
შეხვედრის ორი ფორმაა - ღია, საჯარო, სადაც, თუ გსურთ ის ორიც დაისწარით, (მთავარი იმალება) ან დახურული.
რადგან თქვენ არ ძალგიძთ და ვერ უზრუნველყოფთ შეხვედრის უსაფრთხო გარემოს, ამიტომ ადგილს მე შევარჩევ ყველა შემთხვევაში.
Честь имею сударь!", - წერს გოგაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე.
1 თებერვალს, თენგიზ ცერცვაძემ სოსო გოგაშვილს "შეურაცხმყოფელი მოხსენიების" გამო შეხვედრას მოსთხოვა.
იგი სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის კომენტარს გამოეხმაურა, სადაც ის წერს, რომ "მუშკეტერთაგანო, ამ შეცდომებს ჯანმრთელი ადამიანების სიცოცხლე რომ შეეწირა, ამაზე პასუხისმგებელი ვინაა? არ გამოვა ოღონდ ტრაფარეტულად პირიდან ამოსული "ვიღებ პასუხისმგებლობას", არა! აიღებთ სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას!".
0
0