03/04/2023
22:30
პოლიტიკა
„ეს ბავშვი მცდარი ტაქტიკის გამო შესაძლოა, მსხვერპლი აღმოჩნდეს. გამოსაშვები რომ არის, ეს სხვა თემაა. თუ ეს მართლა გააკეთა და პოლიციელებს ცეცხლი წაუკიდა, პატიება უნდა ითხოვოს, ეს მინიმუმ. ამის არ დანახვა არ შეიძლება“, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის შესახებ საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მიმდინარე პროცესების დისკრედიტაცია მოხდება.
„ჩვენ ხომ მიტინგზე ვეძახით ხვალ და ზეგ ხალხს, მათ ხომ მოლოტოვის კოქტეილის სასროლად არ ვეძახით? ხელისუფლება არ გველაპარაკება, ცდილობს გააღიზიანოს მოწინააღმდეგე მხარე და იყოს ჩხუბი და ოპოზიციაც უპირისპირებს იგივე მეთოდს. არ უნდა ამბობდნენ, რომ უდანაშაულოა ადამიანი, რომელზეც ბოლოს დადასტურდება, რომ მოლოტოვის კოქტეილს ისროდა. მთელი პროცესის დისკრედიტაცია მოხდება, ყველაფერი წყალში ჩაიყრება, როცა გაირკვევა, რომ ვიღაცამ მოლოტოვის კოქტეილი პოლიციელს ესროლა“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
0
0