30/10/2024
23:34
პოლიტიკა
"მე ცალკეულ მტკიცებულებებს ვერ მოგიყვებით, ძალიან ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია გამოვლინდება, რომელშიც თითოეული ქართველის ხმა მიიტაცეს," - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრმა, გრიგოლ გეგელიამ "ღამის კურიერში განაცხადა.
მისი თქმით, პარტიებთან და სხვადასხვა სპეციალისტებთან ერთად მუშაობენ და არჩევნების გაყალბების სქემას მალე გამოავლენენ
"ვმუშაობთ, განსხვავებით კალანდარიშვილისგან, ჩვენ სუს-ი და პროკურატურა კი არ გვყავს, ჩვენ ვართ კარგი ტვინები, პატრიოტები შეკრებილები, ერთად ვაანალიზებთ, ტოპ აიტი სპეციალისტებთან ერთად, ტოპ კლასის საარჩევნო სპეციალისტებთან ერთად ყველა ვართ ჩართული, გაფაციცებული და 24 საათი ვმუშაობთ გაერთიანებული შტაბის პრინციპით, სადაც ყველა სხვადასხვა პარტიის წარმომადგენელია, ტოპ ტვინებია...
საქართველოს პრეზიდენტი ითხოვს გამოძიებას. არავინ არ იღელვოს [არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები] იქნება ძალიან მალე. მე ცალკეულ მტკიცებულებებს ვერ მოგიყვებით, ძალიან ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია გამოვლინდება, რომელშიც თითოეული ქართველის ხმა მიიტაცეს. ყოველდღიურად ახალი და ახალი სამხილი ჩნდება იმისა, თუ რამხელა სპეცოპერაციასთან გვაქვს შეხება," - ამბობს გეგელია.
0
0