05/07/2024
10:36
ტურიზმი
მოდის სფეროში გავლენიანი ჟურნალის ELLE-ს უნგრული რედაქცია საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს. საერთაშორისო გამოცემის ჟურნალისტებმა საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და უნგრეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით იმოგზაურეს.
პრესტურის ფარგლებში მომზადებული სტატია ქართულ სტუმარმასპინძლობას, მოდას, თბილისის ისტორიულ უბნებს, ბუნებას, კულტურას, მუზეუმებს, საგამოფენო სივრცეებსა და ქართულ სამზარეულოს ეხება.
„ საქართველოს დედაქალაქში პეიზაჟები ყოველ წუთას იცვლება, თანამედროვე შენობების გვერდით აღმოვაჩენთ შუასაუკუნეების, ძველი ქალაქის ქუჩებს, აქვეა საბჭოთა ეპოქის ბრუტალური ბეტონის კორპუსები. იგივე შეიძლება ვთქვათ რელიგიურ მრავალფეროვნებაზე საქართველოში, რომელიც მსოფლიოში უნიკალურია. აქ აღმოაჩენთ ქართულ მართლმადიდებლურ ტაძარს, სომხურ, კათოლიკურ ეკლესიებს, სინაგოგებსა და მეჩეთს ერთ პატარა უბანში. ეს არის ქალაქი საოცარი ჰარმონიით, ამავდროულად უწესრიგობით, რომელიც რკინის ფარდის ჩამოხსნის შემდეგ მსოფლიოში საკუთარ წესრიგს ქმნის საოცარი კრეატიულობით მოდის, გასტრონომიისა და ხელოვნების სფეროში. თბილისიდან წამოსული ენერგია თავისუფლებასა და ახალ შესაძლებლობებს გვთავაზობს, ეს არის მომხიბლავი ქალაქი, რომელიც უფრო სიღრმისეულად უნდა შევისწავლოთ“,-წერს ELLE-ს ჟურნალისტი.
სტატიაში ჟურნალისტი მკითხველს ურჩევს ტურისტულ ადგილებს, სასტუმროებს, გასართობ და კვების ობიექტებს.
0
0