„თავისუფლება მზია ამაღლობელს" - ამ ლოზუნგით საზოგადოებრივ მაუწყებელთან დღეს ჟურნალისტების აქცია გაიმართება
16/01/2025
17:16
საზოგადოება
A-
+A
„თავისუფლება მზია ამაღლობელს" - ამ ლოზუნგით საზოგადოებრივ მაუწყებელთან დღეს ჟურნალისტების აქცია გაიმართება.
აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, აქცია 20:00 საათზე გაიმართება.
ინფორმაციისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე, ნინო სახელაშვილმა მიიღო.
მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.
0
0
40
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%