
ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას სოციალური ქსელით გამოეხმაურა.
მისი შეფასებით, „დღეს, რომ აქცია ჩაატარა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „თავისუფლება მიშა“-ს კი არ „თავს ლაფის დასხმა მიშას“ დაერქმიათ ჯობდა".
"წინ დიდ ტრანსპარანტი (ერთ ცალი), სხვადასხვა ქვეყნის დროშები(სულ 5 ცალი! )...და „ქართული ოცნების“ ოფისის წინ შეკრება, ოღონდ შაბათ დღეს, აი, იმ დროს ოფისში, რომ არავინ არ არის! ასე, არ შეიძლებაო, მიშას საავადმყოფოში, მით უმეტეს ციხეში, რა უნდაო ცალკე ცალკე დააფიქსირეს ხაბეიშვილმა, მუმლაძემ და მელიამ, გადახედეს ერთ მუჭა ხალხს (ერთ მუშტად შეკრულ ხალხში არ აგერიოთ!) და კმაყოფილებმა იმით, რომ ბელადის წინაშე დიდი ვალი მოიხადეს, დაიშალნენ, მალე პარტიასაც საბოლოოდ დაშლიან, მანამდე კი შეეცდებიან რაც შეიძლება ბევრი ფული წაგლიჯონ თავიანთ სპონსორებს!
ისე, მართლა მაინტერესებს, იმ ქართველების და განსაკუთრებით იმ უცხოელების თავში თუ ტვინში ჩახედვა, ვისაც თავიანთი ბოროტი ზრახვების განსახორციელებლად ამათ იმედი აქვთ!”, - წერს ნიკოლეიშვილი.
0
0