
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სობისში მოკლული კაცი 39 წლის კობა აწკარუნაშვილია. მას სასიკვდილო ჭრილობები თავის არეში მამამ მიაყენა.
67 წლის ივანე აწკარუნაშვილი სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს. ის გორის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული და ბრალის ოფიციალურ წარდგენას ელოდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1956 წელს დაბადებული ი.ა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა რომ, ბრალდებულმა გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ნაჯახის გამოყენებით სასიკვდილო დაზიანება მიაყენა შვილს - 1984 წელს დაბადებულ კ.ა.-ს.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.
0
0