30/09/2021
22:03
სხვადასხვა
“სასწავლო პროცესის განახლება სკოლებში… ამ საკითხის ირგველივ საუბრები ყველა ქვეყანაში მიმდინარეობს, მათ შორის ისეთებშიც სადაც მოზრდილი მოსახლეობის 70%-ზე მეტი აცრილია და სადაც სასკოლო პროცესი რომ დაწყებულიყო, 12 წლის ზემოთ აცრებიც კი დაიწყეს სექტემბრის დასაწყისში. ამას დაემატა მასწავლებლების და სკოლაში მომუშავე სხვა პერსონალის ვაქცინაცია (დიდი ხნით ადრე და არა სკოლის გახსნის დღეს), ტესტირების გამართული სისტემა (2-3 ჯერ კვირაში), სკოლებში ვენტილაციის სისტემების განახლება და გამართვა, პირბადეების ტარების და დისტანციის დაცვის წესების მრავალჯერადი შეხსენება და ტრეინინგი., სიმპტომების შემთხვევაში სკოლაში არ წასვლის აუცილებლობაზე საუბრები და ბევრი სხვა რამ… მოკლედ დიდი და კომპლექსური მომზადება და არა მხოლოდ გახნის სურვილი უამრავი პასუხგაუცემელი კითხვით.
გაერთიანებულ სამეფოში მსჯელობა სკოლების გახსნაზე და ბავშვების აცრაზე დიდი ხანია მიმდინარეობდა და დღესაც გრძელდება. ძალზედ საინტერესოა რომ ამ ქვეყანაში ყოველკვირეულად ქვეყნდება ისეთი სტატისტიკური ინფორმაცია როგორიცაა მაგალითად მოსწავლის არყოფნა, და მაგალითად COVID-19– თან დაკავშირებული არყოფნა მოიცავს:
კორონავირუსის საეჭვო შემთხვევა
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა
მოსწავლეები არ იმყოფებიან შეზღუდვების გამო, რომლებიც დაწესებულია ეპიდემიის მართვის მიზნით
მოსწავლეები არიან იზოლირებული სხვა მიზეზების გამო
მოსწავლეები ვერ დაესწრებიან სკოლას, რადგან მათი სკოლა დახურულია COVID-19– ის გამო
NHS Test and Trace– ით იზოლირებული მოსწავლეები, რომლებიც 18 წელზე უფროსი ასაკისა არიან და სრულად არ არიან აცრილნი
ბოლო მაჩვენებლებით რომელიც გამოქვეყნდა ჩანს რომ
16 სექტემბერს ყველა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ სკოლებში კოვიდთან დაკავშირებული მოსწავლეთა არყოფნა იყო ყველა არყოფნის შემთხვევის 1.5%.
სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ დაწყებით სკოლებში, 16 სექტემბერს კოვიდთან დაკავშირებული არყოფნის შემტხვევები იყო 1.4%.
სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული საშუალო სკოლებში, 16 სექტემბერს COVID– თან დაკავშირებული არყოფნის შემთხვევები იყო1.6%.
წარმოიდგინეთ რა ინფორმაციას ამუშავებს და აქვეყნებს ქვეყანა რომელიც ზრუნავს მისი ბავშვების და მოსახლოების ჯანმრთელობაზე. ამავდროულად ეს ეხმარება ქვეყანას მონაცემთა ანალიზის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილებები და მოსახლეობასაც დაანახოს რა დგას მათი გადაწყვეტილებების უკან.
ბოლოს კი გრაფიკი, რომელის აჩვენებს ინგლისში მომატებულ შემთხვევებს სკოლების გახსნის შემდეგ …ეს ისე, ინფორმაციისათვის, რომ სკოლების გახსნა უბრალოდ სურვილზე არ არის დამოკიდებული და უამრავი რამ არის გასაკეთებელი რათა სიტუაცია უმართავი არ გახდეს”.
0
0