„სჯობს მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გააგზავნონ“ - იაგო ხვიჩია
22/10/2021
15:58
საზოგადოება
A-
+A
„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გაგზავნას საზღვარგარეთ ითხოვს. ხვიჩია ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნავს, რომ მოშიმშილე პატიმრის საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნა ყოველთვის ლეგიტიმურია.
მისი თქმით, სააკაშვილის სხვა ქვეყანაში გაგზავნა, ქვეყანაში არსებულ დაძაბულ ვითარებას განმუხტავს.
„მოშიმშილე პატიმრის საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნა ყოველთვის ლეგიტიმურია, უფრო მეტიც, მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ კლინიკაში უნდა გააგზავნონ. უკრაინაში გაუშვებენ თუ სადმე სხვაგან, ეს იქნება ამ დაძაბულობის განმუხტვის საშუალება.
ჩემი ვერსია იცით, რომ ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი შეკრულები არიან, შესაბამისად, ხელისუფლების შემდეგი ნაბიჯები ამ სცენარში რომ ჩაჯდეს, საჭიროა, სააკაშვილი არჩევნების შემდეგ რაც შეიძლება სწრაფად, ახალ წლამდე, გაზაფხულამდე გათავისუფლდეს და თავისუფლებაზე დაბრუნდეს, ამ მიზნის მისაღწევად კი, სამკურნალოდ უცხოეთში გადასვლა ერთ-ერთი კარგი გზაა”, - განაცხადა ხვიჩიამ.
0
0
382
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%