11/11/2021
14:57
მსოფლიო
„ამჟამად მთავრობა მთლიანად ფარავს ბიუჯეტიდან სამედიცინო ხარჯებს „კოვიდ-19“-ის მკურნალობასთან დაკავშირებით სინგაპურელებისა და გრძელვადიანი ვიზის მქონე უცხოელებისათვის, მაგრამ, როგორც ხელისუფლება აცხადებს, 8 დეკემბრიდან ყველა, ვინც „საკუთარი არჩევანით“ აცრილები არ იქნებიან და კორონავირუსით დაავადდებიან, ისინი მკურნალობის ხარჯებს საკუთარი ჯიბიდან გადაიხდიან“, - წერს ავტორი. „ისინი, ვინც ვაქცინირებულები არ არიან, ავადდებიან და შესაბამისად, სტაციონარული მომსახურება ჭირდებათ, სახელმწიფოს ჯანდაცვის სისტემას და რესურსებს დიდ პრობლემებს უქმნიან“, - ხაზგასმულია სტატიაში. ამასთან, სახელმწიფო გააგრძელებს იმ ადამიანების მკურნალობის ხარჯების გადახდას, რომლებსაც ვაქცინირებაზე, გარკვეული მიზეზების გამო, უკუჩვენება აქვთ. ასევე იქნება იმ მოქალაქეების მიმართაც, რომლებიც ერთი დოზით აცრილები არიან (31 დეკემბრამდე), რაც მათ დროს აძლევს მიიღონ გადაწყვეტილება მეორედ ასაცრელად“.
სინგაპურელები მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე კარგად ვაქცინირებულ მოსახლეობას მიეკუთვნება: მთლიანადაა აცრილი მცხოვრეთა 85%. ამის მიუხედავად, ინფექციით დაავადების შემთხვევები მაინც მატულობს. ქალაქ-სახელმწიფოს ჯანდაცვის მესვეურებმა განაცხადეს, სისტემა გადატვირთვის საფრთხის წინაშე დგას, საავადმყოფოებში ადგილები მცირდება. რამ გამოიწვია ასეთი მდგომარეობა? ზოგიერთის აზრით ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ პანდემიასტან ბრძოლის მეთოდებში ხელისუფლებამ მიდგომა შეცვალა - შეასუსტა ამკრძალავი ზომები და გააფართოვა კარანტინის გარეშე მოგზაურობის (ტურისტების მიღების) შესაძლებლობა...
როგორც „გარდიანი“ წერს, 8 ნოემბერს [თითქმის 5 მილიონიან] სინგაპურში 247- დაავადების ახალი შემთხვევა და 14 ადამიანის გარდაცვალება დაფიქსირდა.
0
0