22/06/2022
16:20
პოლიტიკა
პარტიის „გირჩი - მეტი თავისუფლება“ ლიდერი ზურა ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს:
„ღარიბაშვილს თუ უსმენთ:
- არცერთი მოთხოვნის შესრულებას ესენი არ აპირებენ. არ იქნება კანდიდატის სტატუსი არც ახლა, არც 6 თვეში. ასე, ევროპის (და უკვე ნატოსიც) გინებაში გაატარებენ ამ პერიოდსაც
- სირზე ჰკიდიათ ამათ ამ ქვეყნის ევროპული მომავალი. ბიძინას კარგად ჰყოფნა არის, იყო და იქნება მათი ერთადერთი საზრუნავი
- არაფერი ამ პარლამენტიდან არ გამოვა. ეს მასკარადი არის მაქსიმუმი რაც შეიძლება ნახოს პოლიტიკით დაინტერესებულმა ადამიანმა
- ყველამ, ვისაც მართლა გვინდა ჩვენმა შვილებმა აქ გააგრძელონ ცხოვრება როგორც თავისუფალმა ადამიანებმა, უნდა ვიპოვოთ საკუთარ თავში ძალა რომ გვერდით გადავდოთ ყველაფერი რაც გვყოფს, ერთად დავდგეთ როგორც 20-ში, და ამათ წავართვათ ძალაუფლება“.
0
0