ქართველი კალათბურთელი თორნიკე შენგელია საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ულოცავს.
როგორც თორნიკე შენგელია Facebook-ზე წერს, შედეგი გამოიღო ქართველი ფეხბურთელების შრომამ, თავდადებამ და გუნდურმა მუშაობამ.
„ვულოცავ ჩვენი საქართველოს ფეხბურთის გუნდს ევროპის ღირსშესანიშნავ კვალიფიკაციას! თქვენმა შრომამ, თავდადებამ და გამორჩეულმა გუნდურმა მუშაობამ, რასაც ათობით წელია საფუძველი ეყრება, შედეგი გამოიღო და კიდევ ერთხელ აჩვენა მსოფლიოს ქართული სული! მივესალმები თქვენს მიღწევას და გისურვებთ ბევრ მომავალ წარმატებას, რათა კვლავ მრავალჯერ წარადგინოთ ჩვენი სამშობლო ევროპულ ასპარეზზე!“, - წერს სოციალურ ქსელში თორნიკე შენგელია.
0
0
ლევან დავითაშვილი საქართველოში არ იმყოფება
18/02/2026
გიორგი ბაჩიაშვილმა საპატიმრო დატოვა
18/02/2026