09/03/2023
11:27
პოლიტიკა
პიარსპეციალისტი, ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში წერს:
„ახლა გესმით,რატომ განვერიდე პროცესებს? ჩვენმა შვილების თაობამ არასოდეს არ უნდა ნახოს სისხლიანი რუსთაველი! არ უნდა ავწიოთ ხელი ჩვენს მომავალ თაობაზე!
კანონის გაწვევა-ეს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა!
ახლა მთავრობამ არკვიოს ვინ ყავს გველი უბეში!
შემდეგში სანამ კანონის მიღებას გადაწყვეტთ შეკრიბეთ ახალგაზრდები, მოეფერეთ,
აუხსენით რა და როგორ, იქნებ თავადაც აქვთ გარკვეული წინადადებები?
არ შეიძლება საკუთარ ხალხთან დისტანცირება!
ამიტომ ვამბობდი
PR(პიარი)საზოგადოებასთან ურთიერთობა უზენაესია!
მადლობა ღმერთს,რომ ყველაფერი უსისხლოდ დამთავრდა.
საწყენია,
რომ მუდამ საკუთარ შეცდომებზე სწავლობთ.“ - წერს მოროშკინა.
ცნობისთვის, „აგენტების შესახებ“ მხარდაჭერილი კანონპროექტი „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ უკან გაიწვია
0
0