23/03/2024
12:55
კულტურა
ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ევროპულ კინოდაჯილდოებაზე, შვეიცარიაში, ელენე ნავერიანის “შაშვი შაშვი მაყვალი” კინოპრემიის სამ ნომინაციაში დაჯილდოვდა. ესენია: “საუკეთესო ფილმი”, “საუკეთესო სცენარი” და “საუკეთესო მონტაჟი”.
ფილმში მთავარი როლის შემსრულებელი, მსახიობი ეკა ჩავლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
"შვეიცარიაში შაშვი დააჯილდოვეს სამი პრიზით :საუკეთესო ფილმი! საუკეთესო სცენარი!
საუკეთესო მონტაჟი!" - წერს ქართველი მსახიობი.
“შვეიცარიის კინოპრემიის 2024 წლის ლაურეატები ციურიხის 622-ე დარბაზის სცენაზე. გილოცავთ ყველას და გნახავთ მომავალ წელს ჟენევაში!”
“შაშვი შაშვი მაყვალი” პატარა ტრადიციულ ქართულ სოფელში მცხოვრებ, შუახნის ასაკის დაუქორწინებელ ქალ ეთეროზე გვიყვება. ეთეროს რუტინად ქცეულ ყოველდღიურობას ერთხელაც ჯერ უსიამოვნო ინციდენტი, მერე კი მოულოდნელად მიღებული გადაწყვეტილება არღვევს. თამთა მელაშვილის ამ ბესტსელერად ქცეულმა წიგნმა 2021 წელს პრემია “საბაც” მიიღო წლის საუკეთესო რომანის ნომინაციაში.
ფილმი “შაშვი შაშვი მაყვალი” ბევრი ქართული და საერთაშორისო კინოდაჯილდოების გამარჯვებულია.
0
0