01/10/2021
15:36
სხვადასხვა
"სეფაშვილო, მე შენ არასოდეს მომწონდა, არ მომწონდი როგორც მომღერალი და როგორც პიროვნება, როგორც მომღერალი, მჩხავანა ხარ, ხოლო როგორც პიროვნება " დამდგარ წყალში მეტი ბაცილებია" - ოქტომბრის თვეში, ოზურგეთში, "ანატორის" პრეზენტაცია მაქვს, წამოხვალ? იმღერებ?.. შენ ხომ დაკვეთით მღერი?..
თანაც "გელოდები" უნდა შეასრულო, იქნებ მიშა გაეძროს, ვის ელოდები, ბიჭო, არეულობას? ქაოსს უმღერი?.. მე მწერალი ვარ და არ მაინტერესებს რომელიმე პოლიტლიდერი, შესაძლოა მხარ ვუჭერდე ვინმეს, მაგრამ მასზე რომანს არ შევქმნი, შენ, ვითომდა მომღერალო, როგორ უმღერი ან მიშას, ან გრიშას? ფუ, კაცი არა ხარ...
რაც შეეხება წურწუმიას, მეგრული მაშინ გახსოვს, როცა ნაცებს პირი უნდა მობანო?.. არ გადაგარჩინა სიკვდილს ამ ხელისუფლების ჯანდაცვის სფერომ?.. უმადური ქალი ყოფილხარ, როგორც შემოქმედსა და მომღერალს, მომღერალს ბრჭყალებში შეგნებულად არ ვსვამ, შენი ადგილი არ უნდა იცოდე? შენც არეულობა გინდა?.. მახსოვს ზვიად გამსახურდიას როგორ აუმხედრდა ქართული"ინტელიგენციის" წარმომადგენლები, იმათი გამგრძელებელი ხართ თქვენ, მაშინ ქართველმა საზოგადოებამ თავისი ჭამა, დღეს ამას არ გაიმეორებს და, ვაი, თქვენს ტყავს, გარეთ არ გამოგვიყვანოთ, თორემ სიმღერის ხალისსაც დაკარგავთ და ცეკვისაც..."
0
0