-share.jpg)
“საქართველოს ბანკის” ქუთაისის ფილიალზე თავდასხმას, სოციალურ ქსელში სამხედრო ექსპერტი, ამირან სალუქვაძე ეხმაურება და წერს.
“წინა ტერაქტის დროს როგორც იქცეოდა ფანკლუბი და ოპომედია, ახლაც იგივეა. ისეთ კომენტარებს წერენ, თითქოს ესებუას შემთხვევაზე არ ავხსენით იგივე.
შევარდნაძის დროსაც ხდებოდა, სააკაშვილის დროსაც (გაცილებით უარესი, სახელმწიფო სჩადიოდა ტერორს) ახლაც ხდება და 22-ე საუკუნეშიც მოხდება.
ელემენტარულია, რომ ტერაქტის, ან მძევლად აყვანის დროს ან პოლიციას და მძევლებს უნდა გულშემატკივრობდე, ან გასუსული უნდა იყო.
დასრულდება საპოლიციო ღონისძიებები და შემდეგ უნდა ისაუბროთ, თუ რაიმე პრეტენზიები გაქვთ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.
მაგრამ დასრულების შემდეგ თქვენთვის აღარაა საინტერესო. ჩვენ ხომ საქმეზე მსჯელობა არ გვაინტერესებს?! სკანდალი გვინდა.
ისეთი კომენტარებია სოცქსელში, გამეორებაც არ მინდა. ზუსტად ასახავს ჩვენს მდგომარეობას.
ვიღაც ღადავის ხასიათზეა, ვიღაც პოლიტიკური ქულების დასაწერად, ნიშნის მოგების…
იქ კი ხალხია, ჩვენი თანამემამულეები, გარეთ მათი ოჯახის წევრები, რომლებიც ყველაფერს კითხულობენ, ეძებენ ინფორმაციებს.
ჰოდა, მოითმინეთ ოპერაციის დასრულებამდე.
საზოგადოების აჟიოტაჟი ასეთ დროს ეხმარება ტერორისტს. ანაბანაა. ამიტომ აკეთებს “ლაივს”, თორემ დაარეკინებდა 112-ზე”, – წერს ამირან სალუქვაძე.
ცნობისთვის, „საქართველოს ბანკის“ ქუთაისის ფილიალში რამდენიმე საათის წინ თავდამსხმელი შეიჭრა. მას მძევლად ჰყავს აყვანილი 12 ადამიანი. იგი 2 მლნ დოლარს, რუსეთის დროშას და ანკესს ითხოვს.
0
0