03/12/2021
12:40
ეკონომიკა
„საქსტატის“ ცნობით, დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 42.4 პროცენტი ქალია, ხოლო 57.6 პროცენტი - კაცი.
„დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 647.3 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით - 6.0 პროცენტით მეტი). საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე - 2 894.1 მლნ. ლარით განისაზღვრა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 18.7 პროცენტით მეტი).
როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, 2021 წლის III კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 1 455.5 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 149.7 ლარით), მათ შორის ქალების ხელფასმა შეადგინა - 1 143.6 ლარი (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 145.2 ლარით). საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია: მსხვილი ბიზნესი – 1 484.2 ლარი;
საშუალო ბიზნესი – 1 703.8 ლარი; მცირე ბიზნესი – 1 253.7 ლარი.
2021 წლის III კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით ბიზნეს სექტორში
ვაჭრობის (საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი), დამამუშავებელი მრეწველობისა და ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქმიანობების დარგები ლიდერობენ (შესაბამისად 27.4 პროცენტი, 12.8 პროცენტი და 10.7 პროცენტიანი წილებით). თუმცა სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდის მშენებლობის (9.2 პროცენტი), ტრანსპორტისა და დასაწყობების (8.0 პროცენტი) და განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფისა და საკვების მიწოდების საქმიანობების დარგის საწარმოებზეც (5.1 პროცენტი).
რაც შეეხება დასაქმებულთა რაოდენობას რეგიონების მიხედვით აღნიშნული მაჩვენებელი შემდეგნაირად ნაწილდება: ქ. თბილისი – 66.2 პროცენტი; აჭარის ა.რ. – 8.8 პროცენტი; იმერეთი – 6.8 პროცენტი; ქვემო ქართლი – 5.5 პროცენტი; სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3.4 პროცენტი“, - ნათქვამია „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
0
0