
„საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, არ გაატაროს ეს კანონმდებლობა“, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა „ხალხის ძალის“ კანიონზე საუბრისას განაცხადა.
დიპლომატის განცხადებით, ამ კანონის მიღებას ექნება ძალიან ცუდი შედეგი საქართველოს მოსახლეობისთვის.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, არ გაატარონ ეს კანონმდებლობა. ამერიკა, გაერო, ევროსაბჭო და ყველა მეგობარი, რომელიც საქართველოს გააჩნია მოუწოდებენ პარლამენტს, რომ ეს კანონმდებლობა იქნეს გადახედილი. ამან შეიძლება შემოიტანოს სტიგმა საზოგადოებაში, დამოუკიდებელი მედიის და ორგანიზაციებს მიმართ, როგორც ეს მოხდა რუსეთში.
ამიტომ ჩვენ მოვუწოდებთ პარლამენტს, რომ გადახედონ, რამდენად გამჭვირვალე შედეგები შეიძლება ჰქონდეს ამას და როგორ შეიძლება ის იყოს გამოყენებული. მას ექნება ძალიან ცუდი შედეგი ამ ქვეყნის მოსახლეობისთვის, ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ამ ქვეყნის მოსახლეობისთვის მუშაობენ და ძალიან კარგ საქმეს აკეთებენ და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პარლამენტს, მთავრობას, გადახედონ ამ კანონმდებლობას“, - აცხადებს კელი დეგნანი.
0
0