.jpeg-share.jpg)
„რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილი ლიდერი დავით ზურაბიშვილი ბორჯომის ხეობაში გაჩენილ ხანძრებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:
„ესე იგი საქართველოში ზაფხულში გაგიკვირდებათ და ცხელა.
სიცხეში გაგიკვირდებათ და იზრდება ტყეში ხანძრის ალბათობა.
ხანძრის ჩაქრობისას ასევე გაგიკვირდებათ და გვჭირდება ვერტმფრენები.
ჰოდა, აი, სანამდე შეიძლება ვუყურებდეთ ყოველ ზაფხულს აბრიალებულ ტყეებს და სანამდე უნდა ვისმენდეთ ჩივილს იმის თაობაზე, რომ არ გვყოფნის ვერტმფრენები?
თან ამას ყოველთვის მოჰყვება ხოლმე იმის გახსენება, მიშამ რომ ორი სუპერპუმა შეიძინა და ქოცებმა მის ჯინაზე დაშალეს და ნაწილ-ნაწილ გაყიდეს, რაზედაც ქოცები პასუხობენ, რომ ის ვერტმფრენები მიშას საგულაოდ უნდოდა და არ ვარგოდა და ა. შ. და ა. შ., მიდის ტიპიური ნაც-ქოცური პოლარიზაცია.
იგივე ხდება რამე უბედური შემთხვევა თუა მთაში: ისევ მიშას ნაყიდი ვერტმფრენების თემა და ისევ პოლარიზაცია.
მოკლედ, რა გახდა ეს ვერტმფრენები ამისთანა? საქართველო ხომ გაგიკვირდებათ და მთაგორიანი ქვეყანაა და ლამის ყველა მოქალაქეს ველოსიპედივით უნდა გვყავდეს ვერტმფრენები, სამაშველო და სახანძრო სამსახურებზე რომ არაფერი ვთქვა. რით ვერ შეიძინეთ იმდენი საფრენი აპარატი, რომ ყოველ წელს არ იყოს ამაზე ლაპარაკი? თუ ფული არ გემეტებათ, ბატონ ბიძინასგან ისესხეთ, თქვენ დაბალი პროცენტით მოგცემთ: იმასაც ახეირებთ ცოტას შვეიცარიის ბანკის ჯინაზე და თემასაც დახურავთ. კი ხართ ქოცები და აზროვნება არაა თქვენი ძლიერი მხარე, მაგრამ ამისთანა სიქოცეც ნამეტანია ღმერთმანი“.
0
0