19/11/2021
16:11
პოლიტიკა
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანამდე არ უნდა დაიშალონ.
„მე აქ დღეს კონკრეტული გეგმით ვარ წარმოდგენილი, რომელიც უნდა გამეცნო თქვენთვის, გეგმა, რომელიც იქნებოდა უმწვავესი ფორმით, მაგრამ არაძალადობრივი, თუმცა იცით, რომ გზაში დაგვაწიეს ცნობა იმასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ გორის ჰოსპიტალში. თქვენმა არაძალადობრივმა ბრძოლამ გამოიწვია ის, რომ საერთაშორისო საზოგადოება ფაქტობრივად საათობრივად აკეთებს განცხადებებს. რომ არა ის ძალადობრივი ბრძოლა მერწმუნეთ, არცერთი განცხადება დღეს არ გაკეთდებოდა. ეს არის ის, რაც უნდოდა „ქართულ ოცნებას“, რომ ჩვენ ჩავეთრიეთ ძალადობრივ პროცესებში. მაშინ, როდესაც საერთაშორისო საზოგადოებაში თავი აქვთ მოჭრილი ისინი ეძებდნენ საბაბს, როგორ გამოუყენებიათ ძალა და ჩაეხშოთ პროტესტი. მადლობა იმისთვის, რომ არ აჰყევით ამ რეჟიმს და სისხლი არ დააღვრევინეთ. დრო მათ საწინააღმდეგოდ მუშაობს.
დღეს ვაიძულეთ რეჟიმი, რომ გაეკეთებინა ის განცხადება, რომელიც გააკეთა. მე დარწმუნებული ვარ მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილება იქნება სწორი. მე ზუსტად ვიცი რა გადაწყვეტილებას მიიღებს სააკაშვილი, მაგრამ სანამ ფიზიკურად არ იქნება გადაყვანილი საავადმყოფოში, ჩვენ არ უნდა დავიშალოთ, უნდა დავრწმუნდეთ რომ მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება“, - განაცხადა ნიკა მელიამ.
0
0