„სამხრეთ ოსეთში“ გაკეთებულ განცხადებაზე კრემლს არანაირი გადაწყვეტილება არ მიუღია - პესკოვი
A-
+A

კრემლის სპიკერი, დმიტრი პესკოვი ამბობს, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალში რეფერენდუმთან დაკავშირებული იდეა "ხალხის აზრის გამოხატულებაა". პესკოვი ამტკიცებს, რომ "მოსკოვს ამ საკითხთან დაკავშირებით არაფერი მოუქმედია".
"არ შემიძლია არანაირი პოზიციის გამოხატვა. ჩვენ ამ კუთხით არანაირი სამართლებრივი ან სხვა ქმედება არ მოგვიმოქმედებია. მაგრამ ამავე დროს, ამ შემთხვევაში, ჩვენ ვსაუბრობთ სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის აზრის გამოხატვაზე, ჩვენ მას პატივისცემით ვეპყრობით", - ამბობს პესკოვი.
30 მარტს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ რუსეთთან გაერთიანება "რესპუბლიკის" სტრატეგიული მიზანია. აღნიშნულ საკითხზე ოკუპირებულ რეგიონში რეფერენდუმის ჩატარებას აპირებენ.
გარდა ამისა, ბიბილოვი ამბობს, რომ რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შემთხვევაში "სამხრეთ ოსეთი" ჩრდილოეთ ოსეთის რეგიონთან უნდა გაერთიანდეს.
0
0
296
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%