02/10/2023
21:03
მსოფლიო
სამოქალაქო თაღლითობის საქმის განხილვისთვის აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნიუ იორკში, მანჰეტენის სასამართლოში იმყოფება.
ტრამპის საქმის პროკურორმა ლეტიცია ჯეიმსმა განაცხადა, რომ არ აქვს მნიშვნელობა რამდენად ძლიერია ადამიანი ან რამდენი ფული აქვს, რადგან კანონზე მაღლა არავინ დგას.
სასამართლოში შესვლამდე დონალდ ტრამპმა საქმის მოსამართლე და პროკურორი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ საქმე პოლიტიკურად არის მოტივირებული.
„ეს თაღლითობაა. ეს მოტყუებაა. უბრალოდ რომ იცოდეთ, ჩემი ფინანსური ანგარიშგება ფენომენალურია“ - განაცხადა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა.
დასავლური მედიის ინფორმაციით, ტრამპის ორგანიზაცია შეიძლება, იძულებული იყოს, დათმოს კონტროლი მის საკუთრებაზე ან გაყიდოს ზოგიერთი ღირსშესანიშნაობა. ნიუ იორკის გენერალური პროკურორი ითხოვს 250 მილიონი დოლარის ჯარიმას და მის მშობლიურ შტატში ბიზნესის კეთების აკრძალვას.
0
0