12/11/2021
14:51
საზოგადოება
ადვოკატის თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია და ის სუსტად არის.
„სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ისევ ისეთი როგორც აქამდე იყო, კერძოდ ის არის სუსტად. გარდა ამისა, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ შიმშილობის ამ ფაზაში არაპროგნოზირებადი სიტუაციის წინაშე ვდგებით, არ ვიცით როდის მოხდება დრამატული გაუარესება.
მას დღეს გადასხმების გაკეთება შესთავაზეს, რაზედაც უარი განაცხადა. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ მიხეილ სააკაშვილი არის მხნედ. მიუხედავად ფიზიკური სისუსტისა, მასში არსებული გამარჯვების უდიდესი რწმენა, ასეთ კრიზისულ სიტუაციაში მათ შორის, ფიზიკურ ძალასაც აძლევს“, - აცხადებს ადვოკატი და ამბობს, რომ სააკაშვილი შიმშილობას აგრძელებს.
„მიხეილ სააკაშვილი აგრძელებს შიმშილობას, ამასთან დაკავშირებით სააკაშვილი ძალიან მკაფიო პოზიცია დაფიქსირდა. რაც შეეხება იმას რას იზამს ხელისუფლება, სიმართლე გითხრათ არ ვკარგავთ დროს პროგნოზების გაკეთებაში და არ ვფიქრობთ რა ნაბიჯი შეიძლება გადადგას“, - დასძინა საძაგლიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024