„სააკაშვილი იმყოფება რეანიმაციაში, ექიმები თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებენ“ - ნიკა გვარამია
18/11/2021
19:13
პოლიტიკა
A-
+A
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ გლდანის ციხის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
მისი თქმით, ექსპრეზიდენტი ამჟამად კონტაქტურია და რეანიმაციაში იმყოფება.
„მეც ვიყავი პალატაში და ვადასტურებ მომხდარს. ასევე უნდა ვთქვა, რომ იყოჩაღეს ექიმებმა. რომ შემოვიდა უკვე მივხვდით დღეს დილიდანვე ცუდად იყო, ლაპარაკი უჭირდა ძალიან და თავის დაჭერა უჭირდა, მერე უკვე როცა გამოვდიოდით, ადგა და მოწყვეტით წაიქცა. მოვიდნენ ექიმები და აიყვანეს. ახლა ფერზეც მოსულია და უკვე კონტაქტურია, ამჟამად იმყოფება რეანიმაციაში, ექიმები აკეთებენ მაქსიმუმს თავისი შესაძლებლობების. ადამიანურადაც აუტანელია უკვე ყურება იმისი, როგორ კვდება ეს კაცი. გულწრფელად გეტყვით, თუ უსაფრთხოების პრობლემა აქვს „ქართულ ოცნებას“, მაშინ არსებობს სხვა ქვეყნებიც, შეიძლება რომ იქ გადავიყვანოთ“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
0
0
341
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%