27/04/2023
17:31
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიტო სამხარაძე 30 აპრილს დაგეგმილ აქციას „არა ომს – მშვიდობა ჩვენს ქვეყანას“ ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს, რომ რესპბუბლიკის მოედანზე აუცილებლად მივიდოდა, რომ არა მისი პოლიტიკური სტატუსი.
„რომ არა ჩემი პარტიული და პოლიტიკური სტატუსი, ნამდვილად ვიდგებოდი 30 აპრილს იქ, სადაც ჩემი ქვეყნის პატრიოტები და ღირსეული თანამემამულეები შეიკრიბებიან! ჩემი ქვეყნის ღირსებისთვის, მშვიდობისთვის, სარწმუნოებისთვის, არა ქვეყნის არევისთვის, არა დამონებისთვის, არა ომისთვისგაუმარჯოს თავმოყვარე ქართველ ერს და დამოუკიდებელ საქართველოს“, - წერს დიტო სამხარაძე.
„მოვდივარ“ - ამ სახელწოდების აქცია თბილისში 30 აპრილს, 18:00 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება. „არა ომს - მშვიდობა ჩვენს ქვეყანას“, - ეს იქნება მთავარი სათქმელი, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები შეკრებაზე გააჟღერებენ. გზავნილების ადრესატები პოლიტიკური სპექტრი და არასამთავრობო ორგანიზაციები იქნებიან.
0
0