29/11/2022
17:06
მსოფლიო
ლონდონის გაერთიანებული სერვისების სამეფო ინსტიტუტის (RUSI) ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, მაიკლ კლარკმა, რუსეთ-უკრაინის ომის მოვლენებზე საუბრისას, განაცხადა: „როგორც ჩანს, რუსები უკრაინაზე რამდენიმე ფართომასშტაბიანი საჰაერო თავდასხმისთვის ემზადებიან. სამხედრო-საჰაერო ბაზების შესახებ „Twitter“-ში უამრავი მიმოწერა და სატელიტური ფოტო არსებობს. საზამთროდ რუსები ნამდვილად ამზადებენ სანგრებს. ხერსონში მათ დიდი რაოდენობის თავდაცვითი ნაგებობა აქვთ უზრუნველყოფილი.“
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო კვირებში რუსეთმა მრავალი წარუმატებლობა განიცადა, მათ შორის იგულისხმება, უკრაინის სამხრეთით, ქალაქ ხერსონიდან ჯარების გაყვანა, მაიკლ კლარკი ხაზს უსვამს იმ სფეროს, სადაც ისინი "გარკვეულ პროგრესს" აღწევენ.
„რუსები ბახმუტს დაახლოებით ოთხი კვირის განმავლობაში უტევდნენ და ახლაც ცდილობენ მასზე თავდასხმას ხან აღმოსავლეთიდან, ხან ჩრდილოეთიდან და ჩანს, რომ მათ გარკვეულ პროგრესს მიაღწიეს ბახმუტის სამხრეთიდან. დონეცკის აღმოსავლეთში ბრძოლები კვლავ ძალიან სასტიკი იქნება, რადგან ეს არის ერთადერთი ადგილი, სადაც რუსი ჯარისკაცები პროგრესირებენ. ბახმუტი ქალაქების - სლოვიანსკისა და კრამატორსკისკენ - მიმავალ მთავარ გზაზე მდებარეობს; ორივე ქალაქი დონბასის რეგიონშია, რომელიც მოსკოვს ჯერ ბოლომდე არ დაუპყრია,“ - აღნიშნა ანალიტიკოსმა.
0
0