11/01/2022
18:54
პოლიტიკა
სააკაშვილი 2008 წლის ბუქარესტის სამიტის შედეგებს იხსენებს და აცხადებს, რომ მისი დაკავების ერთ-ერთი მიზეზი ბუქარესტის ფორმულირება, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატოს წევრები, იყო.
„ბუქარესტის ფორმულირება იმის თაობაზე, რომ „საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატოს წევრები“, ინტენსიური ბრძოლით ჩვენ, პოლონელებმა და ლიეტუველებმა, ამერიკელების დახმარებით გამოვგლიჯეთ გერმანელებსა და ფრანგებს. სწორედ ამ ფორმულირების გაუქმებას ცდილობს ახლა რუსეთი. 2008-ში მე პუტინისგან 3 მეტრში ვიჯექი, როცა ამ გადაწყვეტილების ყველა ავტორს დაგვემუქრა. აბა გამოიცანით, „ყველაზე ჭკვიანებმა“, რისთვის ვარ დატყვევებული ციხეში?
ა) 4 პიჯაკის ყიდვის გამო,
ბ) ამნისტიის გამო,
გ) ვენოკების და იუშჩენკოს აბანოში მომსახურების გამო,
დ) ბუქარესტის ფორმულირების გამო და იმის გამო, რომ 2008-ში ქვეყანა არ ჩავაბარეთ რუსეთს“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
0
0