20/01/2025
13:29
პოლიტიკა
უფრო ხისტი პოლიტიკა იქნება „რესპუბლიკელების“ ადმინისტრაციის მხრიდან, ვიდრე ამას „დემოკრატები“ აკეთებდნენ, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა, ვალერი ჩეჩელაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა და ისაუბრა იმაზე, როგორი შეიძლება იყოს საქართველოსადმი ამერიკის შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაცია დღეის შემდეგ, როცა დონალდ ტრამპის ინაუგურაცია გაიმართება.
როგორც ვალერი ჩეჩელაშვილმა აღნიშნა, რომ სანამ „ქართული ოცნება“ ნათლად არ ჩამოაყალიბებს საკუთარ ხედვებს კომპრომისული გზების მოძებნასთან დაკავშირებით, არანაირ გადატვირთვას არ ელის.
„მე ველი, რომ უფრო ხისტი პოლიტიკა იქნება ახალი ადმინისტრაციის მხრიდან, ვიდრე ამას „დემოკრატები“ აკეთებდნენ. რა თქმა უნდა, კარგად უნდა გავიაზროთ ობიექტური ფაქტი, რომ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების დღის წესრიგის უმაღლესი პრიორიტეტების რიცხვში არ შედის. თუ აშშ-ს სურს, ნაკლები რესურსებით გამოყენებით სწრაფი გეოპოლიტიკური თუ საგარეო პოლიტიკური გამარჯვების მიღწევა, ამის განხორციელება საქართველოში შეიძლება. ამისთვის საზოგადოება მომზადებულია, ელის მხარდაჭერას აშშ-სგან. ეს იქნება არამხოლოდ აშშ-ს გავლენების საქართველოში გაძლიერება, არამედ სამხრეთ კავკასიაში. ამასთან, სერიოზული დარტყმა იქნება მიყენებული იმ კონკურენტებისთვის, რომელთაც თვლის რეგიონულ თუ გეოპოლიტიკურ ჭრილში მოწინააღმდეგედ “,- აღნიშნა ჩეჩელაშვილმა.
ამასთან, ვალერი ჩეჩელაშვილის თქმით, ის ფაქტი, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები არცერთმა „რესპუბლიკელმა“ არ მიიწვია ტრამპის საინაუგურაციო ღონისძიებაზე, ნიშნავს იმას, რომ „ქართული ოცნება“ კარგად და ეფექტურად ვერ მუშაობს ვაშინგტონში.
0
0