26/04/2023
20:11
ბადაგონი
ღვინის ბარ-რესტორანი „სი ჩერტო“, მუსიკალურ- ლიტერატურული საღამოს -“რეჩიტატივი ქალაქში” უმასპინძლებს.
„რეჩიტატივი ქალაქში / Recitative in The city“ კახა ბაკურაძის მუსიკალური პროექტია. კომპოზიტორი: სანდრო ნიკოლაძე.
საღამოზე, სანდრო ნიკოლაძის მიერ შექმნილი მუსიკის ფონზე, კახა ბაკურაძე და ცნობილი მწერლები: ეკატერინე ტოგონიძე, თეონა დოლენჯაშვილი და თემო რეხვიაშვილი, წაიკითხავენ ამონარიდებს საკუთარი შემოქმედებიდან.
ლიტერატურული საღამო 30 აპრილს, 20:00 საათზე გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ „სი ჩერტომ“ მურმან ჯინორიას პოეზიის საღამოს უმასპინძლა, რომელმაც ანშლაგით ჩაიარა.
როგორც ღვინის ბარ-რესტორნის ადმინისტრაციაში განაცხადეს, „სი ჩერტო“ მსმენელს საინტერესო საღამოებს ყოველ კვირას შესთავაზებს.
მაგიდის დაჯავშნა შეგიძლიათ ნომერზე: +995 596 848 844
0
0