
ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს:
„ჩამომწკვირვდნენ საარჩევნო ბარიერის დასაწევად, ოცნებამ დაგვპირდა სტატუსის მიღების შემთხვევაშიო.
ჯერ ერთი, რატომ ემათხოვრებით ხელისუფლებას, არ გიტყდებათ? ხან ბობოქრობთ, ხან მათხოვრობთ. ერთი მეორესთან შეუთავსებელია.
მეორე. რომელ დანაპირებზე საუბრობთ? ირაკლი კობახიძემ ერთი წლის წინ სხვა დაპირება გასცა. თუ ოპოზიცია პოლარიზაციის ხარისხს შეამცირებს, ინტერესი გაგვიჩნდება ბარიერის დაწევაზე ვიფიქროთო. “სქრინს” დავდებ კომენტარში.
ახლაც ილანძღებით უშვერად და ღირსეული მოლოცვების ნაცვლად, ხელისუფლებას არ დაუმსახურებიაო. თქვენ რითი დაიმსახურეთ?
მესამე. ერთი წელია საბოტაჟნიკობთ, სტატუსის ჩასაგდებად ყველაფერი გააკეთეთ, რათა შემდეგ ისე შეგეყვანათ ხალხი შეცდომაში და ევროპის თემით ქუჩაში გამოგეყვანათ. ანუ მთელი წელი რევოლუციის მოლოდინში იყავით. ჩაგივარდათ გეგმები და ახლა მოგინდათ თქვენს რუპორ ზურაბიშვილთან ერთად ბარიერის დაწევა?
რომ არ/ვერ მიგვეღო სტატუსი, მაშინ ხომ სხვა რეჟიმში იქნებოდით დღეს? ბარიერს კი არა, გადადგომას მოითხოვდით. ახლა განულდით და ისევ გინდათ ნაცმოძრაობის სატელიტები ისევ შეტენოთ პარლამენტში? მაგაზე უნდა გეფიქრათ მაშინ, როცა საბოტაჟს ეწეოდით.
ახლაც საბოტაჟს ეწევით, იცით რა, რომ ევროსაბჭომ საბოლოო გადაწყვეტილება უნდა გამოაცხადოს.“
0
0