04/10/2021
11:04
სხვადასხვა
„რაო მიშა? კარგია საკანში ჯდომა... კარგად გექცევიან ხომ?... არ გქონია პრეტენზია ციხის ადმინისტრაციასთან თურმე... შენი პრეზიდენტობის დროს რომ ასეთი ფაქტი მომხდარიყო, ის პატიმარი უკვე დალურჯებულ, დასისხლიანებული და მომაკვდავი სად ეგდებოდა კაცმა არ იცის...
არ გახსენდება ციხის კადრები? რას უშვრებოდნენ შენი ლეშიჭამია ციხი თანამშრომლები პატიმრებს... მარტო სულხან მოლაშვილი კმარა მაგალითისთვის, ახალგაზრდა კაცს სიცოცხლე ნაადრევად მოუსპეთ და ეხლა გახდით მამა აბრამის ბატკნები… მე ის ხალხი უფრო მაკვირვებს, ვინც შენ შემოგციცინებს, ვისაც შენი იმედი აქვს და ვინც შენ გეთაყვანება... ოჯახი არ დაგრჩა თავის დროზე, ვინც არ დააწიოკე, ვისი ოჯახის წევრიც არ მოკალი, ვისაც ბიზნესი არ ჩამოართვი, ვისაც ციხე არ ანახე... ნუთუ ასეთი მოკლე მახსოვრობა აქვს შენ მრევლს, ნუთუ ასე ადვილად ივიწყებენ შენი ხელისუფლების ნამოქმედარს, ნუთუ ასე ადვილად შეუძლიათ დავიწყონ ის 9 წელი,სადაც შიში და ელდა მეფობდა და რომელიც ჩვენ გონებაში სულ დარჩება...
აქციებს აპირებენ თურმე "თავისუფლება მიშასო"... თავისუფლება კი არა, იმდენი ხანი უნდა დარჩეს ციხეში, სანამ ყველა ნაწამები, მოკლული და სამუდამოდ დაინვალიდებული ადამიანების მიმართ ცოდვებს არ მოინანიებს.
იმ პოლიტიკოსებს, იმ მხარდამჭერებს, იმ ჟურნალისტებს ვინც მიშას გულისთვის სახეს იხოკავთ გეტყვით, რომ თქვენ ქვეყნის მომავალზე კი არა, საკუთარ კეთილდღეობაზე უფრო ფიქრობთ... მოღალატეებს რა გამოლევს ამ ქვეყანაში“.
0
0