
ახალგაზრდა პოეტი, გიორგი ჩუთლაშვილი გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, იგი საკუთარ სახლში, მამამ ნახა გარდაცვლილი. გარდაცვალების მიზეზი უცნობია. სოციალურ ქსელში ემოციური წერილები იწერება მეგობრებისგან, კოლეგებისგან…
„გიორგი... ოღონდ შენ არა. ძვირფასო ადამიანო. ეს ფოტო ბოლოს შენი წიგნის პრეზენტაციაზე რომ გადაგიღე ბოლო არ უნდა ყოფილიყო.
გაყინული ხელებით ვწერ სიტყვებს და ზუსტად ვიცი, რომ ამაზე დიდ უსამართლობას ვეღარ გავიგებდი.
რამხელა სევდას ატარებდი და რამხელა გული გქონდა. დედის დაღუპვის შემდეგ პირველი ადამიანი იყავი, ვისაც გული გადავუშალე და ვინც ჩემთან ერთად ყინვაში კიბეზე იჯდა. მიყვებოდა ისტორიებს და ვფიქრობდი, რომ ეს ადამიანი იმსახურებს იყოს ბედნიერი ამ სამყაროში. მეგობარო... არასდროს დაგივიწყებ!!! დამპირდი, რომ წიგნზე ავტოგრაფი უნდა დაგეწერა, რომელიც წამოვიღე. შემდეგ შეხვედრაზე იყოსო. სად არის ავტოგრაფი. სად ხარ...", - წერს ერთ-ერთი მეგობარი სოციალურ ქსელში.
0
0