16/07/2023
11:23
საზოგადოება
„ევროკავშირის წევრი ქვეყნიდან მოწვეული ექიმი იქცევა, როგორც კრიმინალი და ცდილობს კანონის და წესების გვერდის ავლით იმოქმედოს სტუმრად მყოფ სახელმწიფოში“ - ასე ეხმიანება ადვოკატი ირმა ჭკადუა კლინიკა „ვივამედში“ მომხდარ ინცინდეტს, რომლის დროსაც მიხეილ პოლონელმა ექიმმა მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუშის ფეხსაცმლის საშუალებით, ფარულად გატანა სცადა.
„ჩემსავით ალბათ გაოგნებულია უამრავი მოქალაქე, ვინც კლინიკა “ვივამედის” ვიდეოკადრები იხილა.
პირველ რიგში, მადლობა სასჯელაღსრულების დეპარტამენტს და მის თანამშრომლებს, ვინც ეს უკანონო ქმედება მყისიერად აღკვეთა, რითიც ჩვენი საზოგადოების და სახელმწიფოს ინტერესები დაიცვეს.
რაც შეეხება კითხვებს, რომლებიც საზოგადოებაში გაჩნდა - მასზე პასუხი ყველა იმ ქვეყანამ და დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ უნდა გასცეს, ვინც ახლოდან აკვირდება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და მისი უფლებების დაცვის სადარაჯოზეა.
ვფიქრობ, რომ კლინიკა “ვივამედში” მომხდარმა ფაქტმა პარადოქსული ვითარება შექმნა - სააკაშვილის, მისი ოჯახის და პარტიის მოთხოვნები ჩაანაცვლა საზოგადოების ინტერესმა და ჯანსაღმა მოთხოვნამ, კერძოდ, პასუხები შეკითხვებზე - რა ფარულ სპეცოპერაციასთან გვაქვს საქმე? ვინ დგას ამის უკანა? და რა მიზანს ემსახურებოდა პოლონელი ექიმების გამაოგნებელი ქმედება?
0
0