16/08/2023
17:00
მსოფლიო
უკრაინის რადას მიერ სამედიცინო კანაფის ლეგალიზაციის შემდეგ, ახლა პორნოგრაფიის დეკრიმინალიზაციის შესაძლებლობა აქტიურად განიხილება. კანონპროექტი უმაღლეს რადაში ჯერ არ დარეგისტრირებულა, მაგრამ უკრაინაში განხილვის ერთ-ერთი ძირითადი თემაა. ამ თემაზე სტატია ჟურნალისტმა ნადია პრიშლიაკმა „უნიანისთვის“ მოამზადა.
„რაო, დეპუტატებს სხვა საქმე არა აქვთ, რომ პორნოგრაფიის საკითხის განხილვას დრო დაუთმონ, ამ ომის პირობებში“, - ამ საკითხს ხშირად სვამენ უკრაინის საზოგადოებაში.
„ეს დაახლოებით იმ არგუმენტს ჰგავს, რომ შეიძლება თუ არ რესტორანში სიარული იმ დროს, როდესაც „ჩვენი ბიჭები და გოგოები“ სანგრებში იმყოფებიან, იბრძვიან და იღუპებიან. რას იზამ, - ადამიანები ომის დროსაც განაგრძობენ ცხოვრებას, უხარიათ, ზეიმობენ, სექსით არიან დაკავებულები.
დღეს არსებული კანონით სექსუალური შინაარსის კონტენტის გადაგზავნისას - თუნდაც ნაცნობისთვის, სისხლის სამართლის რეალური სასჯელი გემუქრება. საუბარია კერძო მიმოწერაზეც. საზოგადოებრივი ორგანიზაციის, BRDO-ს ცნობით, რომელიც კანონპროექტის მომზადებაში მონაწილეობდა, პოლტავის ოლქში ქალი იმისთვის დააჯარიმეს, რომ კაცს კერძო შეტყობინებაში მასტურბაციის ამსახველი ვიდეო გაუგზავნა - ის 34 000 გრივნით (920 აშშ დოლარით) დააჯარიმეს და მობილური ტელეფონი ჩამოართვეს.
კრემენჩუგში კი ცოლ-ქმარმა ფულის შოვნა გადაწყვიტა - ისინი სქესობრივ აქტს იღებდნენ და პლატფორმაზე, Оnlyfans-ზე დებდნენ. შედეგად მათ 1 594 დოლარი გამოიმუშავეს, მაგრამ კიდე 3 -წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. შემდეგ სასამართლომ ეს გადაწყვეტილება შეარბილა და ორივეს 1-წლიანი პირობითი პატიმრობა მიუსაჯა.
Оnlyfans-ზე განთავსებული ეროტიკული ვიდეოების ავტორების წინააღმდეგ, წლის განმავლობაში უკრაინაში 1000-ზე მეტი სისხლის სამართლის საქმის აღძვრა ხდება. ამასთანავე, თავად სახელმწიფო მოხელეები ამბობენ, რომ Оnlyfans სახელმწიფო ბიუჯეტში ყოველწლიურად მილიონებს იხდის. სრული სისულელე. ამიტომაც უფლებადამცველებს კანონპროექტში წარმოდგენილი ცვლილების დამტკიცება ძალზე მნიშვნელოვნად მიაჩნიათ.
რა თქმა უნდა, ეს შეიძლება ვიღაცას არ მოსწონდეს, მაგრამ ზრდასრულ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ უფლება , რომ ასე მოახდინონ საკუთარი თავის რეკლამირება და ამაზე ფულიც იშოვონ. თანაც ამ შემთხვევაში შემცირდება სამართალდამცველი ორგანოების მხრიდან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ალბათობა. ამ მოძველებული „ანტიპორნოგრაფიული“ მეთოდების გამოყენებით სწორედ ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები იღებენ მოგებას - ისინი ამ „კრიმინალთან“ საბრძოლველად ხელფასს იღებენ, სახელმწიფო ხარჯზე შეუძლიათ კვირების განმავლობაში პორნოს უყურონ, შემდეგ კი ამ ვიდეოს ავტორს დაადგნენ და საქმე აღძრან, ან საქმის აღძვრით დაუმუქრნენ და ქრთამი გამოსძალონ.
სხვათა შორის მათ გასაგონად, ვინც სიტყვა „პორნოგრაფიის“ ხსენებისას „ფუ-ს“ ამბობს, უკრაინა მსოფლიოს ნომერ პირველი პორნოგრაფიული პორტალის, PornHub-ის მომხმარებელთა შორის მე-20 ადგილზეა.
საუბარია იმაზე, რომ უნდა მოხდეს პორნოგრაფიის დეკრიმინალიზაცია, ანუ თუ ადამიანმა პორნოგრაფიული პროდუქცია შემოიტანა, შეინახა ან შექმნა, ამისთვის მას ციხეში არ უნდა სვამდნენ, უკრაინაში უკვე არაერთი წელია მიმდინარეობს.
შესაბამისი პეტიციები პრეზიდენტის სახელზეც მომზადდა.
ახალ კანონპროექტზე მუშაობა დაახლოებით ნახევარი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. სამუშაო ჯგუფში დეპუტატები, სამართალდამცველები, პროკურატურისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები შედიოდნენ. პორნოგრაფიული მასალების გავრცელების გარდა, კანონპროექტის ინიციატორები სისხლის სამართლის კოდექსის 302-ე მუხლის გაუქმებას მოითხოვენ, რომელიც აღვირახსნილი ქმედებებისთვის ადგილის გამოყოფას ეხება და 7 წლამდე პატიმრობით ისჯება.
სინამდვილეში კი ამ სტატიის გამო ბორდელები სამართალდამცველი სტრუქტურების „სახურავის“ ქვეშ არსებობენ და ხშირ შემთხვევაში პოლიციელებს უფასო მომსახურებას სთავაზობენ. სამართალდამცველ სტრუქტურებში ამას „შაბათობას“ უწოდებენ.
ამასთანავე პოლიციელებს ნებისმიერი მოტელის დარბევა შეუძლიათ, სადაც წყვილს ერთად ღამის გატარება მოუნდათ.
კანონპროექტში წერია, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა კვლავ იმოქმედებს, თუ
* პორნო გადაღებულია თანხმობის გარეშე.
* ის სადიზმის და ძალადობის ელემენტებს შეიცავს (ასევე ზოო-ნეკროფილია),
* პორნოში ბავშვები მონაწილეობენ ან ის ბავშვებისთვის არის გადაღებული.
არასრულწლოვნებში პორნოგრაფიის გავრცელებისთვის, ასევე პორნოგრაფიაში ბავშვების მონაწილეობის იძულებისთვის გათვალისწინებულია 85-დან 170 ათას გრივნამდე (2300- 4600 აშშ დოლარის) ჯარიმა ან 3 წლამდე პატიმრობა.
რადას დეპუტატებს შორის კანონპროექტის მთავარი ავტორია იაროსლავ ჟელეზნიაკი. პარტიებს, რომლებმაც კანონპროექტს მხარი უნდა დაუჭირონ, უკრაინაში ნამდვილი სექსუალური რევოლუციის მოწყობის შანსი აქვთ. რადაში შემავალი პოლიტიკური ძალების ძირითადი ელექტორატი საკმაოდ კონსერვატიულია, ასე რომ იქ სერიოზული ბრძოლაა მოსალოდნელი. ალბათ არანაკლები ბატალიები, ვიდრე სამედიცინო მიზნებში მარიხუანის ლეგალიზაციის განხილვის დროს“, - წერს უკრაინელი ჟურნალისტი ნადია პრიშლიაკი.
წყარო: newshub.ge
0
0
დღეს ალავერდობაა
28/09/2024