01/08/2022
11:29
სოც-ქსელები
ადვოკატი მიხეილ რამიშვილი საქართველოში რუსეთიდან ტურისტების შემოსვლას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:
“რუსეთიდან ე.წ. ტურისტების ნაკადი, რომლებიც ყველანაირი კონტროლის გარეშე შემოდიან და ყიდულობენ უძრავ-მოძრავ ქონებას, შეადგენს საქართველოს მოსახლეობის 10%-ეს.
საქართველოდან ემიგრაციაში წასულია დაახლოებით 1.600.000 საქართველოს მოქალაქე. მაღაზიებში, კაფე-ბარებში, რესტორნებში და ა.შ მომსახურება ხორციელდება რუსულ ენაზე.
მივმართავ რესტორნების, მაღაზიების, კაფე-ბარების მესაკუთრეებს, რუსეთში ან ევროპაში, ქართულ ენაზე გემსახურებიან? ხალხო ქვეყნის დაპყრობა მარტო ომით არ ხდება, ძალიან მალე საქართველო როგორც სახელმწიფო ფორმალურად იარსებებს და ეს მშვიდობიანი გზით მოხდება.
რამდენი შადიმან ბარათაშვილი, სერგო ორჯონიკიძე და ფილიპე მახარაძე ჰყოლია საქართველოს. შვილებს რას ვუტოვებთ ტიფლისს?
ვიცი, დასასვენებლად ხართ წასულები და არ გცალიათ, რომ დაბრუნდებით მერე უფრო დაიღლებით, როცა საკუთარ სამშობლოში, ქალაქში, უბანში და სადარბაზოში მდგმური ვიქნებით.
რამ დაგვაბეჩავა, ვკარგავთ ენას, მამულს და ღირსებას. მივმართავ ყველას ნაცნობს და უცნობს, მტერს და მოყვარეს, მარტო აზრების ფრქვევა და კლავიატურაზე კაკუნით საქმე არ გაკეთდება, ხელისუფლება და ოპოზიცია, მხოლოდ პირადი კეთილდღეობაზე ზრუნავს და არა ჩვენს მომავალზე. არჩევანის წინაშე ვდგავართ, რას უტოვებთ მომავალ თაობას ტიფლისს თუ თბილისს? თავისუფლებას თუ “на право на лево”? მონა ყოველთვის მონად რჩება და მისთვის მნიშვნელობა არა აქვს ვინ იქნება მისი ბატონი. თავისუფლებას ფულით ვერ მოიპოვებ თავისუფლებას გული, ღირსება ბრძოლა სჭირდება, მე ვიბრძვი თქვენ?”
0
0