06/10/2021
15:10
პოლიტიკა
ხვიჩიამ აღნიშნული კომენტარი გააკეთა საქართველოში ჩატარებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველ ტურთან დაკავშირებით ევროპარლამენტართა ჯგუფის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე საუბრისას.
„წინა დღეს რომ ჩამოგიყვანენ იმას, ვისაც ამდენი ხანი ებრძვიან, ეს არჩევნების იდეალურ გარემოში ჩატარების შესაძლებლობას ვერ მოახდენს. არჩევნები იმ თვალსაზრით გაყალბდა, რომ ამომრჩევლის ნება არ იყო თავისუფალი. თუმცა ამ არგუმენტებს ვერც ერთ ჩვენს დამკვირვებელს ვერ გავაგებინებთ, ეს არჩევნები ჩატარებულად ჩაითვლება და „ქოცებს“ 2023 წლამდე ლეგიტიმაციის პრობლემა ვერ ექნებათ, მათ ამაში „ნაცები“ დაეხმარათ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
ევროპარლამენტართა ჯგუფმა საქართველოში ჩატარებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველ ტურთან დაკავშირებით გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველომ, ევროკავშირის მნიშვნელოვანმა პარტნიორმა, 2 ოქტომბერს კონკურენტუნარიანი და კარგად ორგანიზებული ადგილობრივი არჩევნები ჩაატარა.
ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ წინასაარჩევნო გარემო არ უზრუნველყოფდა თანაბარ პირობებს კონკურენტი მხარეებისა და კანდიდატებისთვის და ძირითადი ყურადღება ადგილობრივი საკითხებიდან ეროვნულ საკითხებზე იყო გადატანილი.
0
0