„ქართულმა ოცნებამ“ აირჩია ქვეყნის რუსულ რელსებზე გადაწყობა, შესაბამისად, პარტნიორების მხრიდან გზავნილები კიდევ უფრო დამძიმდება და გარკვეული ქმედებებიც იქნება ბიძინა ივანიშვილის და მისი უახლოესი გარემოცვის მიმართ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყნის შიგნით მდგომარეობაც უფრო დამძიმდება და ამიტომ, პროცესები მხოლოდ პარტნიორების გზავნილებით არ შემოიფარგლება.
"ჩვენი მდგომარეობაც ქვეყნის შიგნით უფრო დამძიმდება და თქვენ ხედავთ ამ ძალადობას. შესაბამისად, არა მარტო გზავნილები, არამედ გარკვეული ქმედებებიც იქნება დასავლური სამყაროს მხრიდან ბიძინა ივანიშვილის და მისი უახლოესი გარემოცვის მიმართ. მარტო გზავნილებით ეს არ შემოიფარგლება," - განაცხადა ჩიხლაძემ.
0
0
5 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
01/05/2026
4 მაისს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
01/05/2026
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 2 მაისიდან
01/05/2026
მეუფე შიო მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა
01/05/2026