04/04/2023
14:58
პოლიტიკა
პოზიცია პოლიტიკური პარტიების მხრიდან არ შეცვლილა იმასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სააკაშვილი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, უნდა გადაიყვანონ სხვა ქვეყანაში, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა, დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ განაცხადა.
„ქართული ოცნებისთვის“ სააკაშვილის პატიმრობა პოლიტიკური ინსტრუმენტია, რომელსაც ის იყენებს გამუდმებით, რაც აღრმავებს პოლარიზაციას. ეს იცის „ქართულმა ოცნებამ“, მაგრამ არ ჩანს ჰორიზონტზე ადეკვატური გადაწყვეტილება მათი მხრიდან“, - განაცხადა სამნიძემ.
ოპოზიცია პოლარიზაციის შემცირების გამოსავალს სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანაში ხედავს. სახელისუფლებო გუნდში კი აცხადებენ, რომ პატიმარი შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაშია და განაგრძობს თვითდაზიანების პროცესს. პოლიტიკური განცხადებების პარალელურად სააკაშვილის დედა ამტკიცებს რომ შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება.
0
0