28/11/2023
15:21
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ პირობებში, ადამიანი სრულად განიკურნა დემენციისა და კახექსიისგან“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირმა ზავრადაშვილმა პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.
„მინდა, დავიწყო მედიცინის სფეროში ჩვენი ხელისუფლების ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევით, რაც მსოფლიოს ვერცერთმა სამედიცინო სისტემამ დღემდე ვერ შეძლო. „ქართული ოცნების“ პირობებში, თბილისის ერთ-ერთ ჩვეულებრივ კლინიკაში, ადამიანი სრულად განიკურნა დემენციისგან, მძიმე მეტალებით მოწამვლისგან, კახექსიისგან და რამდენიმე ათეული სხვა უმძიმესი დაავადებისგან. მედიცინამ შეუძლებელი შეძლო და ეს პიროვნება განკურნა, თან ისე, რომ ის კლინიკიდან პარტიას ბრძანებებს აძლევს. რასაკვირველია, ეს ხუმრობით“, - აცხადებს ირმა ზავრადაშვილი.
0
0