13/03/2022
16:01
პოლიტიკა
"მთავარი საკითხები იყო პრეზიდენტის მოხსენება, შს მინისტრის მოსმენა, რომელზეც შევთანხმდით, რომ გაიმართოს 17-ში; რა თქმა უნდა - უკრაინის საკითხი, რომელიც დღეს ყველაზე აქტუალურია მსოფლიოში თავისი მიმართულებებით -რუსეთის მიერ ღია აგრესიით და წარმოებული ომით უკრაინაში, ასევე, ის პრობლემები, რომელიც უფრო ფართო მასშტაბის ხდება - მაგალითად, გუშინდელი სიტუაცია ამერიკის საკონსულოსთან მიმართებით და პრობლემა, რომელიც უფრო გლობალური ხდება, ვიდრე ვინმესთვის ეს ერთი შეხედვით ჩანდა.
ამ სიტუაციაში, ჩვენმა ქვეყანამ, თუკი რაციონალიზმის რამე ხარისხი შეიძლება არსებობდეს, ამ რაციონალიზმის მაღალი ხარისხით უნდა იმოქმედოს, აარიდოს ქვეყანას ომი, რომელში ჩათრევასაც ძალიან ცდილობენ და აარიდოს ის მაქსიმალური რისკები, რაზეც, ასევე, სამწუხაროდ იღვწიან ჩვენი არაკეთილისმოსურნენი," - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე.
0
0