პარლამენტთან „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ საყოველთაო-სახალხო შეკრებას ფოთიდანაც უერთდებიან.
აქციის მონაწილეები ცოტა ხნის წინ მიკრო ავტობუსებითა და მსუბუქი მანქანებით დედაქალაქისკენ დაიძრნენ.
როგორც ისინი ამბობენ, აქციაში მონაწილეობის მიზანი ეროვნული, ტრადიციული ღირებულებების დაცვა და ხელისუფლების მხარდაჭერაა.
,,არის სპეკულირება, რომ თითქოს ვიღაცები ძალით მიჰყავთ დღევანდელ აქციაზე, მაგრამ ამის დამტკიცება მარტივია ოქტომბერში. რაც შეეხება მიზანს, ყველა ვთანხმდებით, რომ გვინდა ევროპა, მაგრამ პირველ რიგში, ევროპა გვინდა ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისთვის, ჩვენი მიზნების, ქართული მიზნების მისაღწევად, ამისთვის საჭიროა გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად მივიღოთ და ვერცერთი სხვა ქვეყნის წარმომადგენელი ვერ განსაზღვრავს, მაგალითად, უკეთესად როგორ შევინარჩუნოთ მშვიდობა, როგორ დავიცვათ ოჯახის ღირებულებები, ჩვენი რწმენა, ჩვენი ტრადიციები. ჩვენ ვამბობთ - ღირსებით ევროპისკენ",- განაცხადა ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ.
დედაქალაქში დაგეგმილ საერთო სახალხო შეკრებას მოქალაქეები რეგიონებიდან უერთდებიან.
0
0