
„ქართული ოცნების“ გუნდმა დიდი შრომა გასწია, რათა საქართველოს დამსახურებაზე დაფუძნებით კანდიდატის სტატუსი მიეღო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
როგორც ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, საქმე გაკეთებულია და მისი საბოლოო შედეგია სტატუსის მინიჭება.
„ჩვენი ქვეყანა ამ სტატუსს იმსახურებდა აქამდეც, თუმცა სასიხარულოა, როცა გატარებული შრომა ფასდება და ჩვენს ხალხდ ის ნაბიჯები უფასდება, რაც ერთად გადავდგით. შევძელით, რომ ჩვენი საზოგადოების არჩევანი დაგვეცვა და ქვეყანაში გატარებულიყო როგორც მშვიდობიანი პოლიტიკა, ასევე ეროვნული ფასეულობების დაფუძნებით და ღირსებაზე დაფუძნებით დამსახურებული სტატუსი მიგვეღო. ჩვენმა საზოგადოებამ სწორედ ამ პოლიტიკას დაუჭირა მხარი. ჩვენი ხალხის დამსახურებით შევძელით, რომ ღირსებაზე დაფუძნებით დამსახურებული სტატუსი მიგვეღო. რაც შეეხება ევროპარლამენტის რეზოლუციას, მას შემდეგ, რაც ევროკომისიის დადებითი რეკომენდაცია ვნახეთ, არავითარი სივრცე არ არსებობს, რომ რაიმემ გავლენა მოახდინოს ამ რეკომენდაციაზე. საქმე გაკეთებულია და მისი საბოლოო შედეგია სტატუსის მინიჭება“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
0
0