02/11/2021
21:25
პოლიტიკა
ფეისბუკგვერდის ინფორმაციით, სინამდვილეში, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე საუბრობს მიხეილ სააკაშვილის ნახევრად შიმშილობაზე, ხოლო ტვ პირველის ჰედლაინი არის ტყუილი და მანიპულაცია.
„ტვ პირველი იტყუება და ჰედლაინად გამოაქვს ფრაზა, რასაც ატვირთულ ვიდეოში მამუკა მდინარაძე საერთოდ არ ამბობს!!! კერძოდ - მანიპულაციაა, თითქოს მდინარაძემ თქვა - „სააკაშვილი თუ არ მოკვდება, სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩნდება“ სინამდვილეში, მამუკა მდინარაძე საუბრობს მიხეილ სააკაშვილის ნახევრად შიმშილობაზე, ხოლო ტვ პირველის ჰედლაინი არის ტყუილი და მანიპულაცია“ - წერს ფეისბუკგვერდი და აქვე აქვეყნებს მამუკა მდინარაძის ვიდეოს, სადაც იგი ამბობს: „41-ე დღეს ჩემი აზრით სასაცილო მდგომარეობა იქნება, იმიტომ, რომ ყველას ბავშვობიდან გვესმის, რომ ადამიანი 40 დღე ძლებს. მას უჭირავს ერთი ე.წ. კოზირი, რომ მისი ნებართვის გარეშე დეტალებზე მაგალითად იუსტიციის სამინისტრო ვერ იმსჯელებს და ვერ გაახმოვანებს. შესაბამისად ამისა, მას ეს კოზირი შეუძლია გამოიყენოს და ამ შემთხვევაში, ჩემი სუბიექტური აზრით იყენებს ძალიან ცუდად და 41-ე დღეს აღმოჩნდება სასაცილო მდგომარეობაში“, - წერს ფეისბუკგვერდი „სინამდვილეში“.
0
0