
„ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი“ (NDI) პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებით მორიგ კვლევას აქვეყნებს.
კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს? პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:
✔️ „ქართული ოცნება“ - 25%
✔️ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 6%
✔️ სხვა პარტიები - 13%
✔️არცერთი პარტია - 56%
ამასთან, როგორც NDI-ს კვლევაშია აღნიშნული, მოქალაქეების უმეტესმა ნაწილმა არ იცის ან არ ასახელებს იმ პარტიას, რომელიც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას.
კვლევის თანახმად, მოსახლეობის უმეტესობა კვლავ პოლიტიკურად გადაუწყვეტელია. პარტიების მხარდაჭერის ინდივიდუალური მაჩვენებლები იმდენად დაბალია, რომ არჩევნების შედეგების გამოსაცნობად ვერ გამოდგება.

0
0
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 9 ივლისიდან
08/07/2026
10 ივლისს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
08/07/2026